დერმაროლერი იგივე მეზოროლერი პატარა და ბიუჯეტური ხელსაწყოა, რომელიც კანს ამკვრივებს და მეტ ელასტიურობას სძენს. ამცირებს შრამებისა და ნაოჭების სიღრმეს. ებრძვის პიგმენტურ ლაქებსა და ფართო ფორებს. ძალიან ეფექტურია თმისა და წვერის ზრდისთვის.
რაც მთავარია, დერმაროლერის გამოყენება სახლშიც მარტივად შეიძლება და მისი შეძენა დიდ თანხას არ უკავშირდება. ქვემოთ იხილავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ მოიხმაროთ, როგორც სახისთვის, ასევე თმისა და წვერისთვის. რა სიხშირით და რა ზომის. როგორ გაასუფთავოთ, როდის დაინახავთ შედეგებსა და სხვა ბევრ საჭირო დეტალს.
რა არის დერმაროლერი და როგორ მუშაობს?
დერმაროლერი პატარა ხელის ხელსაწყოა, რომელსაც ზედაპირზე ასობით მცირე ზომის წვრილი ნემსები აქვს. როდესაც სახეზე ან თმაზე გადაატარებთ, ნემსები მცირე დაზიანებებს ქმნიან, რომლებიც პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა კანი საპასუხო რეაქციას ანუ უჯრედების განახლების პროცესს იწყებს.
შედეგად, წარმოიქმნება მეტიკოლაგენი და ელასტინი. კანი ხდება მეტად ელასტიური და მკვრივი. აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და აცოცხლებს მიძინებულ თმის ფოლიკულებს. ხელს უწყობს სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების შეწოვის პროცესს. მათ შორის, მინოქსიდილისაც.
დერმაროლერთან და მეზოროლერთან ერთად, შეიძლება შეგხვდეთ – მიკრონიდლინგიც. მიკრონიდლინგი პროცედურის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინია. Needles ქართულად ნემსს ნიშნავს. მიკრონიდლინგი სწორედ დერმაროლერის საშუალებით ხორციელდება. ასევე, შესაძლებელია მიკრონიდლინგის პროცედურა დერმატოლოგთანაც ჩაიტაროთ, რაც გაცილებით დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.
შეჯამებისთვის:
დერმაროლერი მარტივი და ბიუჯეტური ხელსაწყოა.
როგორ მუშაობს: სახეზე, თმის სკალპზე ან წვერზე გადატარებისას, მცირე დაზიანება იქმნება, რასაც კანის დამცავი მექანიზმი ეხმიანება და სამკურნალო პროცესს იწყებს.
შედეგი:
წვრილი ნაოჭების, ფორების სიღრმისა, პიგმენტური ლაქებისა და ნაწიბურების (აკნეს, ტრავმის, პოსტოპერაციული) მოშორება/შემცირება
კანის სიმკრივე და ელასტიურობა. თანაბარი და ახალგაზრდული იერი
თმის ცვენის შემცირება და თმის ზრდა
წვერის გაზრდა და შეუვსებელი ადგილების შევსება
დერმაროლერის ზომა
დერმაროლერის ყველაზე პატარა ზომა 0.25 მილიმეტრიდან იწყება 2 მილიმეტრამდე ადის. რომელი შეიძლება იყოს თქვენთვის ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელი?
როცა დერმაროლერთან შეხება პირველად გაქვთ, სასურველია 0.25მმ-იანით დაიწყოთ, რადგან პროცესს ალღო აუღოთ, შეისწავლოთ და ყველანაირი დაზიანება გამორიცხოთ. 0.25მმ-ის სწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი რეზულტატის მიღებაც შეიძლება.
შემდგომი და ყველაზე ოპტიმალური სიგრძე არის 0.5მმ. სახლში გამოყენებისთვის ექიმები ყველაზე მეტად სწორედ 0.5მმ-იან დერმაროლერს ურჩევენ. ეს ზომა სრულიად საკმარისია კოლაგენის სტიმულირებისთვის და სისხლის მოძრაობის გააქტიურებისთვის. ასევე, მინიმუმამდე არის დაყვანილი დაზიანებაც. პროცედურაც კომფორტულია და ნაკლებად მტკივნეული.
რეკომენდაცია: გამოსცადეთ 0.25მმ 3-4 კვირის განმავლობაში და შემდეგ უკვე 0.5მმ-ზე გადადით. 0.5მმ გამოიყენეთ 3-4 თვე და დააკვირდით, რა შედეგს მიიღებთ. თუ გაუმჯობესებას დაინახავთ, მაშინ გააგრძელეთ კვლავ 0.5მმ.
0.75მმ-იანი დერმაროლერი შეიძინეთ მხოლოდ მაშინ, როცა 0.5მმ-ით კმაყოფილი არ იქნებით და უკვე კარგად გეცოდინებათ მეზოროლერის გამოყენება. შედარებით ოდნავ დიდი ნაოჭებისა და ფართო ფორებისთვის. როცა სკალპმა ჩვეულებრივ მიიღო 0.5მმ და მეტი ეფექტის მიღება გსურთ.
თუ უკვე ძალიან გამოცდილი ხართ და გსურთ ღრმა ნაოჭებს, დიდ ნაწიბურებს, გაძლიერებულ თმის ცვენას დერმაროლერით ებრძოლოთ, მაშინ ხელსაწყოს ზომა 1მილიმეტრამდე გაზარდეთ. ეს არის ის ბოლო რეკომენდებული ზომა, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში გამოიყენოთ.
1.5/2 მილიმეტრით მიკრონიდლინგი მხოლოდ პროფესიონალმა დერმატოლოგმა უნდა ჩაატაროს, რადგან დიდი შანსია, დაზიანება მიიყენოთ.
შეჯამება:
0.25მმ: პირველი თვე, რათა შეეგუოთ და ისწავლოთ.
0.5მმ: ყველაზე ოპტიმალური ზომა, როგორც სახისთვის, ისე თმის სკალპისთვის.
0.75მმ: მაშინ, როცა უკვე თამამად იყენებთ და შედეგები არ გაკმაყოფილებით. უფრო მეტად არაკომფორტული პროცედურა.
1მმ: როდესაც ძალიან გამოცდილი ხართ და ღრმა ნაოჭი ან ნაწიბურა გაქვთ. ან წინა ზომებით, თმის ზრდის კუთხით შედეგი ვერ დაინახეთ. იმოქმედეთ დიდი სიფრთხილით.
1.5/2მმ: მხოლოდ დერმატოლოგთან!
რა სიხშირით უნდა გამოიყენოთ დერმაროლერი?
არ მოიხმაროთ დერმაროლერი ზედმეტად.
მაგალითად, ზოგადი რჩევაა, რომ 0.5 მილიმეტრიანი მეზოროლერი კვირაში ერთჯერ ან ორჯერგამოიყენოთ, თუმცა ყველა ადამიანის შეხორცების პროცესი სრულებით ინდივიდუალურია. ზოგს მეტი დრო სჭირდება შეხორცებისთვის, ზოგს ნაკლები. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სახის მიმღებლობა ექნება კანს. თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეგიძლიათ პროცედურის წინ დამამაშვიდებელი კრემი წაისვათ.
მიყევით ზოგად რეკომენდაციას და დაიწყეთ ყველაზე მინიმუმით. მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება. საკუთარ თავს დააკვირდით და მხოლოდ ამის შემდგომ გაზარდეთ სიხშირე აუცილებლობის შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ: რაც უფრო გრძელია ნემსი, მით უფრო ღრმად ჩადის კანში და კანსაც მეტი დრო სჭირდება მოშუშებისთვის.
1.5/2მმ მხოლოდ დერმატოლოგთან.
დერმაროლერის ზომა
გამოყენების სიხშირე
0.25მმ
კვირაში 2-3-ჯერ
0.5მმ
კვირაში 1-2-ჯერ (დაიწყეთ ჯერ ერთხელ)
0.75მმ
10 დღეში ერთხელ
1მმ
2 კვირაში ერთხელ
1.5მმ
3-4 კვირაში ერთხელ
2მმ
6-კვირაში ერთხელ
როგორ გავწმინდოთ დერმაროლერი (აუცილებელი პროცედურა)
დერმაროლერის დეზინფეცია და გაწმენდა აუცილებელი პროცედურაა მის გამოყენებამდე. დაბინძურებულმა, ჭუჭყიანმა ნემსმა, შესაძლოა, ბაქტერია კანის მიკრობებში შეიტანოს ან ინფექცია გამოიწვიოს. ნემსზე შეიძლება იყოს, როგორც მკვდარი უჯრედები, სისხლი, ზეთი ან თმა.
რომელი სპირტი უნდა გამოიყენოთ?
გამოიყენეთ იზოპროპილის ან ეთილის (ეთანოლის, ეთანოლსეპტი) სულ მცირე 70%-იანი სპირტი. ასევე, 90%-იანიც. ერთადერთი განსხვავება – რაც უფრო მეტია პროცენტულობა, მით უფრო მალე დაშრება.
70%-ის ქვემოთ დეზინფეცია სრულად არ მოხდება და მნიშვნელოვანია, 70%-იანი შეიძინოთ.
როგორც იზოპროპილს, ისე ეთილის სპირტს, აფთიაქებში ნახავთ.
ნაბიჯი 1 – შეამოწმეთ დერმაროლერი
ამოიღეთ მეზოროლერი ქეისიდან და შეავლეთ თვალი, რომ ყველა ნემსი იდეალურ მდგომარეობაშია.
როდესაც ახალ ხელსაწყოს პირველად იყენებთ, აუცილებელია გადაამოწმოთ, რომ ნემსები იდეალურად იყოს.
ზოგადად სასურველია, პირველი გამოყენების შემდეგ ყოველ ჯერზე უბრალოდ თვალი გადაავლოთ.
ნაბიჯი 2 – გაასტერილეთ დერმაროლერი სპირტით
სპირტი, შესაძლოა, იყოს, როგორც სპრეი, ასევე სითხის სახით.
თუ სპრეი გაქვთ, მაშინ დაასხით კარგად დერმაროლერს მთლიანად თავზე, რათა ყველა ნაწილი დაფარული იყოს.
თუ სითხეა, მაშინ პატარა ჯამში ან ჭიქაში ჩაასხით და 5 წუთის განმავლობაში ჩადეთ დერმაროლერი ისე, რომ თავი სრულად დაიფაროს.
ნაბიჯი 3 – გაშრობა
5 წუთის გასვლის შემდგომ, ამოიღეთ სპირტიდან და ქეისში ჩადეთ. 10 წუთის განმავლობაში დაელოდეთ გაშრობას.
არ დადოთ არც ქაღალდზე, არც პირსახოცსა და არც ხელსახოცზე. დერმაროლერის თავი უნდა გაშრეს რაიმესთან შეხების გარეშე.
თუ ალკოჰოლის ნაწილაკები ისევ იქნება ზედაპირზე, მცირეოდენ წვას, ჩხვლეტას იგრძნობთ, თუმცა განსაკუთრებული არაფერი.
ნაბიჯი 4 – წყალი და სტერილიზაცია მეორეჯერ
პროცედურის მერე ცივ გამდინარე წყალს შეუშვირეთ, რათა სისხლი, ზეთი ან უჯრედები ჩამოირეცხოს და გაიმეორეთ სტერილიზაციის ნაბიჯები, სანამ კვლავ ქეისში მოათავსებთ მომდევნო მოხმარებისთვის.
გაითვალისწინეთ: დერმაროლერი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს. თუ იატაკზე დაგივარდათ, უმჯობესია ახალი გამოიყენოთ და ძირს დავარდნილი გადააგდოთ.
ყოველი 10-12 გამოყენების შემდეგ როლერის ნემსები ბლაგვდება და საჭიროა გამოცვალოთ.
დერმაროლერს გამოიყენებენ სახეზე, თმის სკალპსა და წვერზე.
დერმაროლერი სახესთვის
ნაბიჯი 1 – კარგად დაიბანეთ სახე და კარგად გაიმშრალეთ. პროცედურის წინ – სახეზე არ უნდა იყოს არც მაკიაჟი და არც მზისგან დამცავი კრემი. გამოიყენეთ მიცერალური წყალი, რაც მაგალითად მაკიაჟის მოშორებაში დაგეხმარებათ. ბამბა დაასველეთ და მაკიაჟი ნაზად მოიცილეთ. სახის გასაწმენდად გამოგადგებათ ჰლორჰექსიდინის ხსნარი, რომლითაც ბამბის პადს დაასველებთ. რა თქმა უნდა, ხელებიც აუცილებლად სუფთა უნდა იყოს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეგიძლიათ დამამაშვიდებელი კრემი დაიდოთ, თუ თქვენი კანი ზედმეტად მგრძნობიარეა. ეს არ ნიშნავს, რომ დამამშვიდებელ კრემის წასმის შემდეგ როლერის ზომას ცვლით ან უფრო ღრმად შედიხართ კანში. უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი სულ მცირე ჩხვლეტასაც ვერ უძლებს. თუ კრემი წაისვით, დაელოდეთ ბოლომდე, რათა სახეზე შეწოვა მოხდეს. დაახლოებით 10 წუთი.
რეკომენდაცია 1 – დაყავით სახე (ლოყა, ნიკაპი), შუბლის არეალები.
სანამ მოხმარებას დაიწყებთ, დაახლოებით გათვალეთ და დაყავით თქვენი სახისა და შუბლის არეალი. როდესაც ერთხელ გადაატარებთ, აიღეთ სახედან და თავიდან გადაატარეთ იმავე ადგილას საწყისი წერტილიდან.
მიყევით ჯერ ვერტიკალურად და 4-ჯერ გადაატარეთ. ყოველი გადატარების მერე, აიღეთ შემდეგ იმავე ადგილას, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად 4-ჯერ გადაატარეთ. არ დაატანოთ ზედმეტი ძალა, ნაზად და მსუბუქად. არც სწრაფად. იმ ნაწილზე სადაც კანის სტრუქტურა გაცილებით თხელია, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით მიუდექით.
რეკომენდაცია 2 – აარიდეთ ტუჩს, თვალების ირგლივ ტერიტორიასა და ცხვირს.
რეკომენდაცია 3 – პროცესი დაახლოებით 2-4 წუთის განმავლობაში ჩაატარეთ.
რეკომენდაცია 4 – რა თქმა უნდა, ეს პროცედურა მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო ვერ იქნება, თუმცა არც მტკივნეული. მხოლოდ წერტილოვანი, კონტროლირებადი სისხლდენა უნდა იყოს, რომელიც რამდენიმე წუთში თავისით შეჩერდება.
რეკომენდაცია 5 – დერმაროლინგის დასრულების შემდეგ საუკეთესო დროა სახეზე შრატი წაისვათ, კანი ღიაა და ყველაზე დიდი მიმღებლობა აქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ შრატები, რომლებიც შეიცავენ ჰიალურონის მჟავას (ჰიალურონის გელი). არ გამოიყენოთ ისეთი შრატი, რომელსაც შემადგენლობაში ვიტამინ ც ან რეტინოლი აქვს. ერიდეთ ექსფოლიანტებს. შეგიძლიათ წაისვათ სახის დამატენიანებელიც, თუმცა ასევე, რეტინოლის ან ალკოჰოლის გარეშე.
რეკომენდაცია 6 – როგორც ზემოთ გითხარით, დერმაროლერი გამდინარე წყალს შეუშვირეთ, სპირტით გაწმინდეთ და შეინახეთ ქეისში.
მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში თავი აარიდეთ მზის სხივებს. სოლარიუმსა და საუნას. მზეზე გასვლისას წაისვით მზისგან დამცავი კრემი, რომელიც სულ მცირე 30 SPF-ისგან შედგება. სასურველია, 50 SPF. ტკივილის შესამცირებლად, არ მიიღოთ ასპირინი ან ისეთი წამლები, რომლებსაც იბუპროფენი აქვს.
უარი უთხარით 3 დღე პროდუქტებს რეტინოლითა და ალჟა მჟავით.
აუცილებელია, თქვენმა კანმა სულ მცირე 24 საათი თავისუფლად ისუნთქოს. კანის ფორები ჯერ კიდევ ღიაა და მაკიაჟმა, შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს. 24-48 საათი დაელოდეთ.
შეგიძლიათ სახის დამამშვიდებელი/გამაგრილებელი ნიღაბი დაიდოთ. ეს წვასა და აალებასაც შველის. ასევე, სახის დამატენიანებელი. ყველაფერი ზომიერად და არა ზედმეტად.
ინტენსიური ვარჯიში, რაც სახეზე ოფლს გამოიწვევს, არ არის მიზანშეწონილი. ოფლმა, შეიძლება, ფორები თავიდან გახსნას. მოერიდეთ ვარჯიშს მომდევნო 36-48 საათი.
არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და დიდი ხანი არ შეუშვიროთ სახე ცხელ წყალს.
არ იცურაოთ 48 საათი.
ლაზერული ეპილაცია 3 დღის განმავლობაში არ ჩაიტაროთ.
2-3 კვირა არ წაისვათ არც რუჯი, რომელიც სპრეის სახით არის.
ტატუს გაკეთება მხოლოდ სრულად შეხორცების მერე. პროცედურის დღეს დაიძინეთ ზურგზე და არა მუცელზე. საუკეთესო დრო დერმაროლინგის საღამოს პერიოდია, როდესაც იცით, რომ სახლიდან გასვლა არ მოგიწევთ და მაშინვე მზის სხივებსაც არ შეხვდებით.
დერმაროლერი თმისთვის
ნაბიჯი 1 – დაიბანეთ თმა ისეთი შამპუნით, რომელიც მძიმე და უხეშ მინერალებს არ შეიცავს. სკალპი კარგად გაიშრეთ. თუ დრო გაქვთ, უმჯობესია სკალპს პირსახოცი არ მიაკაროთ და დაელოდოთ გაშრობას, თუმცა პირსახოცითაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
ნაბიჯი 2 – გაწმინდეთ და დაასტერილეთ დერმაროლერი, ისე, როგორც ეს ზემოთ დავწერეთ.
ნაბიჯი 3 – დაყავით სკალპი ნაწილებად. შეგიძლიათ ეს ხელით გააკეთოთ ან თმისამაგრით, რათა იმ არეალზე დერმაროლერი მარტივად გადაატაროთ, რომელიც შეთხელებულია.
ნაბიჯი 4 – ფრთხილად და მსუბუქი დაჭერით დაიწყეთ დერმაროლერის გამოყენება მხოლოდ შეთხელებულ ტერიტორიაზე. გადაატარეთ დერმაროლერი ჰორიზონტალურად, აიღეთ, შემდეგ კვლავ დაუბრუნდით საწყილს წერტილს და ასე 4-5ჯერ. შემდეგ იგივე მიმართულებით ვერტიკალურად და დიაგონალურად. პროცედურა 10-15 წუთის განმავლობაში ჩაიტარეთ. რა თქმა უნდა, ვისაც არ სჭირდება, მას შეუძლია უფრო მალეც დაასრულოს, თუმცა 15 წუთს არ გაცდეთ. არ იჩქაროთ, ნელა და ფრთხილად.
როგორ გამოიყენოთ დერმაროლერი (მეზოროლერი) სკალპზე.
ნაბიჯი 5 – პროცესი დაასრულეთ და დაასტერილეთ დერმაროლერი და დააბრუნეთ ქეისში.
5 სასარგებლო რჩევა პროცედურის შემდეგ
დერმაროლერი + მინოქსიდილის დუეტი ერთად განსაკუთრებით კარგად მოქმედებს და რამდენჯერმე ზრდის მინოქსიდილის მოხმარების ხარისხს. იგივე შეიძლება ითქვას საპირისპიროდაც. გაცილებით სჯობს მინოქსიდილთან ერთად დერმაროლერიც მიახმაროთ და უკეთეს შედეგებს მიიღებთ.
დერმაროლერის ზომა
მინოქსიდილის მიღების დრო
0.25მმ
5-10 წუთში
0.5-0.75მმ
6-12 საათში
1-1.5მმ
24 საათში
ყველაფერი ინდივიდუალურია. ამიტომ, თუ შეატყობთ, რომ 10 წუთში მიღებამ კანზე ზედმეტი წვა (მინიმალური წვა მისაღებია, თუ ეს რამე პრობლემას არ ქმნის) ან ქავილი გამოიწვია, მაშინ მიიღეთ 3 საათში და ასე გაზარდეთ დრო 6 საათამდე.
0.5მმ-ის შემთხვევაში, როცა 6-12 საათიანმა ინტერვალმა არ იმუშავა, მაშინ 24 საათი დაელოდეთ.
პოტენციური გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, დაელოდეთ სულ მცირე 6 საათი თმის დაბანამდე. უმჯობესია, მსუბუქი შამპუნი. არ მიიღოთ ცხელი აბაზანა.
ერიდეთ მზის სხივებს. შეგიძლიათ ქუდი დაიხუროთ მზეზე გასვლისას, ხოლო, როცა მზის სხივებს გასცდებით ან ოთახში აღმოჩნდებით, მოიხსნათ, დახურულ სივრცეში ქუდის ტარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
საერთოდ, ზოგადი რჩევაა თმის ფენზე უარი თქვათ. თმის ფენს პირსახოცი სჯობს, ხოლო, პირსახოცს, ბუნებრივად, გაშრობა. თუ აუცილებლობას წარმოადგენს, პირსახოცით გაიშრეთ და 24 საათი თმის ფენი არ მოიხმაროთ.
24 საათი აუზში არ ჩახვიდეთ ან თუ გიწევთ, მაშინ აუზის ქუდით.
დერმაროლერი (ბერდროლერი) წვერისთვის
ნაბიჯი 1 – გაწმინდეთ დერმაროლერი სპირტით.
ნაბიჯი 2 – დაიბანეთ სახე წვერის შამპუნით და თბილი წყლით.
ნაბიჯი 3 – თუ დიდი წვერი გაქვთ და გსურთ დერმაროლერი (იგივე ბერდროლერი) უკეთ მოიხმაროთ, წვერი დაიმოკლეთ. ეს გააკეთეთ სულ მცირე 30 წუთი – 1 საათით ადრე. წვერის შემოკლება უკეთესიც კია, რადგან მკვდარ უჯრედებსა და მტვერს მოიშორებთ.
ნაბიჯი 4 – პროცედურამდე – ხელებიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად სუფთა უნდა იყოს.
ნაბიჯი 5 – მსუბუქი და რბილი დაჭერით გადაატარეთ როლერი. მაგარი და ღრმა დაჭერით, არა მარტო ტკივილს გამოიწვევთ, თქვენ კანსაც მეტი დრო დასჭირდება შესახორცებლად.
ნაბიჯი 6 – იმოქმედეთ ნელა. სიჩქარე საჭირო საერთოდ არ არის. სადაც გსურთ წვერი ამოგივიდეთ, იმ ნაწილზე 6-ჯერ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და დიაგონალურად დაიმუშავეთ.
ნაბიჯი 7 – თუ გრძელი წვერი გაქვთ, შესაძლოა ბერდროლერი მუშაობისას წვერში გაიჭედოს. ამის თავიდან ასაცილებლად – ერთი მიმართულებით ატარეთ, შემდეგ აიღეთ წვერიდან და ისევ იგივე პროცესი, აღებით და დადებით.
ნაბიჯი 8 – პროცესი მაქსიმუმ 5 წუთი გააგრძელეთ. როცა დაამთავრებთ, როლერი სპირტით გაწმინდეთ და ქეისში შეინახეთ.
ნაბიჯი 9 – თუ ბევრი სისხლი წამოგივიდათ (რაც არ მოხდება, თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, თან 0.5მმ როლერით), სპირტი წაისვით.
ნაბიჯი 10 – სახე თბილი წყლით დაიბანეთ და გამოუყენებელი პირსახოცით გაიმშრალეთ.
თუ მინოქსიდილს იყენებთ, რაც წვერის ამოსვლასა და გაზრდაში ძალიან ეხმარება, მაშინ 0.5მმ-იანი ბერდროლერის შემთხვევაში, მოიცადეთ 8-12 საათი. თუ ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და წვა ან ქავილი იგრძენით, მაშინ 24 საათიან ინტერვალზე გადადით. ანუ, როლერის შემდეგ მინოქსიდილი 24 საათის შემდეგ. იგივეა, 0.75მმ-სა და 1მმ-ს დროსაც. თუ 0.25მმ-იანი ბერდროლერი გაქვთ, მაშინ 10 წუთის მერე. თუ გვერდითი ეფექტები (წვა, ქავილი…) დაიწყო, მაშინ გაზარდეთ 3 საათამდე, ბოლოს კი 6 საათამდე.
ბერდროლერი აარიდეთ ტუჩსა და თვალის გარშემო. ამასთანავე იმ ადგილებს, სადაც აქტიური აკნე გაქვთ ან რაიმე აქტიური ჭრილობა, მათ შორის პარსვის მერე და ჩაზრდილი თმა მოშუშებამდე.
სჯობს როლერი საღამოს მოიხმაროთ. მზის სხივებთან შეხვედრაში, მზისგან დამცავი კრემი წაისვით, სულ მცირე 30 SPF-ით.
როდის უნდა გაიაროთ კონსულტაცია დერმაროლინგამდე?
დერმაროლინგი სრულებით უსაფრთხო პროცედურაა, როცა იცით, როგორ გამოიყენოთ და არ იყენებთ ღრმა ნემსებს (1.5 – 2მმ). მაქსიმალური სიფრთხილისთვის, მიმართეთ დერმატოლოგს კონსულტაციისთვის თუ
იყენებთ ისე წამალს, როგორიც არის როაკუტანი და გაქვთ დიაბეტი.
არ მოიხმაროთ მეზოროლერი მანამ, სანამ არ გაესაუბრებით ექიმს, თუ გაქვთ – ფსორიაზი, ეგზემა ან როზაცეა. იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს. ჰეპატიტისა და შიდსის შემთხვევაშიც.
სკალპზე ფიქსირდება სებორეული დერმატიტი ან ქერტლი. ასეთ დროს, აუცილებელია ჩამცხრალ მდგომარეობაში იყოს პროცესი. თუ დერმაროლინგმა სებორეას ან ქერტლის გააქტიურება არ გამოიწვია, მაშინ თქვენმა სკალპმა დასტური მოგცათ. საწინააღმდეგო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეწყვიტეთ.
არ დაიმუშავოთ სახის ნაწილი, რომელზეც აქტიური აკნეა ან აქტიური ჭრილობა, მათ შორის პარსვის მერე და ჩაზრდილი თმა მოშუშებამდე.
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, დაუკავშირდით პირად გინეკოლოგს.
გაითვალისწინეთ: დერმაროლერს თმა არ ამოყავს იქ, სადაც ჯერ თმა არ ყოფილა. დერმაროლერი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას იმ ადგილებში, სადაც თმა იყო და დაცვივდა ან სუსტადაა.
თუ გაქვთ ეპილაცია გაკეთებული კონკრეტულ ადგილას და გსურთ დერმაროლერი მოიხმაროთ, ჯერ მიმართეთ კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს კონსულტაციისთვის.
დერმაროლინგის გვერდითი მოვლენები
ეს არის დერმაროლინგის გვერდითი მოვლენება, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
სახის/სკალპის დროებითი გაწითლება
ინფექცია
ჰიპერპიგმენტაცია
შრამის დატოვება
გაღიზიანება/წვა
ქავილი
პროცედურისას მხოლოდ წერტილოვანი, კონტროლირებადი სისხლი უნდა იყოს და კანის გავარდისფერება, გაწითლება სრულებით ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც რამდენიმე საათში ან მაქსიმუმ 2 დღეში თავისით გაივლის.
რაც შეეხება დანარჩენ გვერდით მოვლენებს – თუ მიყვებით ჩვენ რჩევებს, ყველა მათგანს აირიდებთ თავიდან.
გაწმინდეთ, დაასტერილეთ დერმაროლერი, გაისუფთავეთ სახე, სკალპი, წვერი და არავითარი ინფექცია არ შეგეხებათ.
ქუჩაში გასვლისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და არავითარი პიგმენტაცია ან ლაქები.
როლერი გადაატარეთ მსუბუქად და 0.5მმ-ს მხოლოდ მაშინ აცდით, თუ უკვე გამოცდილი იქნებით. შესაბამისად, შრამიც არ იქნება.
დერმაროლერის მოხმარებელთა 90%-ს გვერდითი მოვლენები არ აწუხებს.
თუ ყველაფერს რეკომენდაციების მიხედვით აკეთებთ და მაინც გაქვთ გაღიზიანება, წვა ან ქავილი. მაშინ მიხვდებით, რომ ეს ხელსაწყო თქვენთვის არ არის და შეგიძლიათ მხოლოდ მინოქსიდილი გამოიყენოთ თმის ან წვერის ზრდისთვის.
როდის დაინახავთ შედეგს?
სახეზე პირველ თვალსაჩინო შედეგს 4 კვირიდან 6 კვირამდე ვადაში ნახავთ. ხელშესახებ გაუმჯობესებას 2 თვიდან 6 თვეში.
მნიშვნელობა ექნება, როგორი რეაქცია ექნება კანს დერმაროლინგზე და ასევე, ასაკიც. რაც უფრო ახალგაზრდული ასაკია, მით მეტია კოლაგენის გამომუშავების სისწრაფეც.
ხოლო, წვერსა და თმაზე მხოლოდ დერმაროლერით პირველი შედეგები 3-4 თვის შემდეგ შეამჩნევთ, ხოლო, მინოქსიდილთან ერთად 1.5 თვიდან 2-თვემდე.
2013 წელს ჩატარებული მეცნიერული კვლევის თანახმად, კვლევის მონაწილეებს, რომლებმაც მინოქსიდილი და დერმაროლერი ერთად მოიხმარეს გაცილებით უკეთესი რეზულტატი მიიღეს, ვიდრე მხოლოდ მინოქსიდილის ან დერმაროლერის მიმღებებმა.
მთავარია, შეინარჩუნოთ რუტინა და არ გამოტოვოთ პროცედურები. როლერის მხოლოდ რამდენიმე გადატარება რეალურ შედეგს ვერ მოგცემთ და წინასწარ იმედი არ გაგიცრუვდეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ დ ვიტამინიც გადაიმოწმოთ, რომელსაც თმის ზრდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მოიწესრიგეთ ძილიც და მიყევით ჩვენ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
ქვემოთ ნახავთ რეალურ შედეგებს, რომლებიც რამდენიმე თვეში მიაღწიეს.
0.5მმ დერმაროლერის 4-თვიანი გამოყენების შედეგი შუბლზე. პირველი თვე 0.25მმ
0.5მმდერმაროლერის 3 თვის შედეგი სახეზე. პირველი თვე – 0.25მმ
6 თვის შედეგი დერმაროლერისა და მინოქსიდილის თმაზე
0.5მმ დერმაროლერი 8 თვე – პირველი 2 თვე 0.25მმ დერმაროლერი
0.5მმ დერმაროლერი 5 თვე სახეზე. პირველი თვე – 0.25მმ დერმაროლერი
დერმაროლერისა და მინოქსიდილის შედეგი 5 თვის შემდეგ წვერზე
6 თვე – 5% მინოქსიდილი და 0.5მმ დერმაროლერის რეზულტატი
0.5მმ დერმაროლერის (პირველი თვე – 0.25მმ) და 5%-იანი მინოქსიდილის შედეგი 8 თვეში
7 თვე – 0.5მმ დერმაროლერი + 5% მინოქსიდილი
6 თვე მხოლოდ დერმაროლერის შედეგი(პირველი თვე 0.25მმ)
ხშირად დასმული კითხვები
რა სიხშირით უნდა გამოცვალოთ დერმაროლერი?
სტანდარტული დრო 2 თვე და 10 გამოყენებაა. შესაძლოა, თქვენ თვითონ შეამჩნიოთ, რომ ნემსები უფრო ადრე დაბლაგვდა და პირობითად, 8 პროცედურის შემდეგ მოგიწიოთ გამოცვლა.
როდის უნდა მივხვდე, რომ პროცედურა დავასრულო?
გადახედეთ ჩვენ მიერ რეკომენდირებულ დროს. თუ სისხლი წამოგივიდათ და მიხვდით, რომ ზედმეტი დაწოლა მოგივიდათ, მაშინაც.
შემიძლია მეზოროლერი სხვას გავუზიარო?
არა! არავითარ შემთხვევაში. როლერი პირადი ნივთია და ის სხვას არასდროს უნდა გაუზიაროთ. დიდი რისკია, ვინმესგან რაიმე გადმოგედოთ. არც საცდელად და არც ტესტირებისთვის მისცეთ საშუალება კანზე გადაიტაროს. როგორც იცით, ხელსაწყოზე პატარა ნემსებია, რომლებიც ადამიანის კანში მარტივად შედის და კანის საფარველს სულ მცირედ აზიანებს, რაც საკმარისია ნემსზე სისხლის მოსახვედრად. მაქსიმუმ, თქვენ თვითონ შეახედეთ.
სად უნდა შევიძინოთ ხარისხიანი დერმაროლერი?
Tmiszrda.ge – ეს არის ერთდერთი საიტი ქართულ სივრცეში, სადაც ყველაზე სრულყოფილად არის აღწერილი ყველაფერი, რასაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ. რაც მთავარია, გამოცდილი დერმაროლინგის პროცესში და ხარისხიან პროდუქციაში. მზად ვართ, თქვენ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ და პროდუქტი სახლში მოგიტანოთ, რითაც კმაყოფილი დარჩებით.
შემიძლია თუ არა დამამშვიდებელი კრემი გამოვიყენო?
დიახ, თუ დერმაროლერის გამოყენებისას ტკივილს გრძნობთ, მაშინ დამამშვიდებელი კრემი წაისვით. ეს არ ნიშნავს, რომ დამამშვიდებელ კრემის წასმა საშუალებას გაძლევთ ნემსების ზომა შეცვალოთ. დაელოდეთ 10 წუთი, სანამ კანი შეიწოვს.
დღის რა მონაკვეთია საუკეთესო და ყველაზე კომფორტული?
ნებისმიერი მონაკვეთი, როცა იცით, რომ სახლიდან გასვლა აღარ გიწევთ და შეგიძლიათ თავს საუკეთესოდ მოუაროთ და მზეზეც არ გახვიდეთ. ბევრისთვის, ეს საღამოა.
7. დერმაროლერი და მეზოროლერი ერთი და იგივე ნივთებია?
დიახ, ზუსტად ერთი და იგივეა – დერმაროლერი = მეზოროლერი. ასევე, შემოკლებით როლერსაც უწოდებენ.