მინოქსიდილი (Minoxidil) არის საუკეთესო თმის ამომყვანი საშუალება, რომელსაც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ავტორიზაცია აქვს. მინოქსიდილი ებრძვის ანდროგენულ ალოპეციას, თმის ცვენას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ასტიმულირებს ზრდას. ხელშესახებ შედეგს 2-6 თვეში დაინახავთ.
რა არის მინოქსიდილი?
მინოქსიდილი არის ადგილობრივი სამკურნალო საშუალება განკუთვნილი თმის ცვენის, განსაკუთრებით ანდროგენული ალოპეციისთვის, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. დღეს იგი ხელმისაწვდომია, როგორც ტაბლეტების, ასევე სითხის ფორმაში, ძირითადად, 2 და 5%-იანი კონცეტრაციით.
ისტორიულად, მეცნიერებმა მინოქსიდილი მძიმე და მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატად შექმნეს.
1970-იან წლებში, კლინიკური კვლევების დროს, მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ პრეპარატის მიღების შემდგომ, პაციენტების გარკვეულ ნაწილს თმა გაეზარდათ. ანუ განვითარდა ჭარბთმიანობა, რომელიც მედიცინაში ცნობილია ტერმინით, როგორც ჰიპერტრიქოზი.
1980-იან წლებში, მინოქსიდილის რეფორმულირება მოხდა ადგილობრივ სამოქმედო საშუალებად. 1988 წელს მინოქსიდილი გახდა პირველი წამალი, რომელმაც აღიარება მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის სააგენტოსგან (FDA), როგორც პირველი დადასტურებული წამალი თმის ზრდისთვის.
როგორ მუშაობს მინოქსიდილი?
ადამიანის თმის ზრდა განვითარების 4 ეტაპს გადის და ციკლურია.
ანაგენი (თმის აქტიური ზრდა)
კატაგენი (გარდამავალი, ტრანზიციული)
ტელოგენი (მოსვენება)
ექსოგენი (დაცვენა)
ანაგენის ფაზის ხანგრძლივობა 2-წლიდან 7-წლამდეა. ამ დროს, ყოველ 28 დღეში ერთხელ თმა 1 სანტიმეტრით იზრდება. რაც უფრო გრძელია ანაგენის ფაზა, მით უფრო გრძელია თმაც.
კატაგენი – მხოლოდ 2-3 კვირა მიმდინარეობს. თმა წყვეტს ზრდას და თმის ფოლიკულა შეკუმშვას, დავიწროებას იწყებს.
ტელოგენი – დასვენების ფაზაა და 2-დან 4 თვემდე გრძელდება. თმა ამ ფაზაში დაბანის დროს ან დავარცხნისას ვარდება.
ექსოგენი – რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ძველი თმა სრულებით თავისუფლდება და ვარდება. განიხილება ტელოგენის გახანგრძლივებად. ნორმალურია, 50-100 თმის დაკარგვა ყოველდღიურად. მთავრდება ექსოგენიც და თმის ციკლიც იწყებს ახალ მოძრაობას, ანაგენისკენ.
მინოქსიდილი სწორედ ანაგენის ფაზას ახანგრძლივებს, რაც იწვევს თმის ცვენის შემცირებასა და თმის სისქის გაზრდას. ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას თმის ფოლიკულებთან და ხელს უშლის ფოლიკულების დაწვრილებას.
სამედიცინო ენით – მინოქსიდილი მოხმარებისას, მის აქტიურ ფორმად, მინოქსიდილ სულფატად გადაიქცევა სულფოტრანსფერაზის ფერმენტის საშუალებით, რაც თმის ფოლიკულებში გვხვდება. სითხის ნაწილი ჩვეულებრივ შეიწოვება სკალპის/კანის მეშვეობით, დანარჩენს კი თირკმელებით გამოიყოფა. შესაბამისად, მინოქსიდილი, განსაკუთრებით სითხის მეშვეობით სრულიად უსაფრთხოა.
ვის შეუძლია გამოიყენოს?
თუ ხართ 18 წლის და გაწუხებთ თმის ცვენა. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული ანდროგენული ალოპეცია, ბუდოპრივი ალოპეცია, ნაწიბუროვანი ალოპეცია და სხვა, თქვენ შეგიძლიათ მინოქსიდილი დაიწყოთ.
მინოქსიდილი განკუთვნილია, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ერთადერთი განსხვავება კონცეტრაციებს შორის არის. ქალებს 2%-იანს უნიშნავენ, ხოლო, მამაკაცებს 5%-იანს.
თუ ხართ 18 წელს ქვემოთ, არ ისარგებლოთ მინოქსიდილით ექიმის დანიშნულების გარეშე.
როგორ გამოვიყენოთ მინოქსიდილი სწორად?
გახსენით მინოქსიდილი ფრთხილად და ამოიღეთ პიპეტით ბოთლიდან 1 მილიგრამი. თვითონ პიპეტზე დაინახავთ 1 მილიგრამის მაჩვენებელს. არ ამოიღოთ მეტი.
პიპეტის საშუალებით, დაისხით მინოქსიდილი იქ, სადაც თმა შეთხელებულია ან წვერი გინდა ამოიყვანოთ. შეგიძლიათ სკალპი დაყოთ ნაწილებად.
თავი ოდნავ გადაწიეთ, რათა შუბლსა და სახეზე არ ჩამოვიდეს.
შესაძლებელია, პიპეტით დაიტანო თავზე, თითებით ყოველი დადებისას გადაანაწილოთ და ასე გააგრძელოთ პროცესი.
თითებით კარგად შეიზილეთ. ასე ვთქვათ, დაიმასაჟეთ, რათა შეწოვის პროცესი გაუმჯობესდეს.
პრაქტიკული რჩევაა – სანამ ხელს დაიბანთ, თავი კარგად დაახურეთ ბოთლს და დროებით მაგიდაზე დადეთ.
საპონითა და თბილი წყლით სრულებით ჩამოიცილეთ ხელებიდან სითხე.
ყურადღება მიაქციეთ, რომ სკალპი ან წვერი იყოს სრულებით მშრალი.
არ გამოიყენოთ ზედმეტი დოზა და მილიგრამი. არ დაიდოთ სხეულის სხვა რომელიმე ნაწილზე.
თუ აპირებთ სკალპზე ან წვერის მიდამოში რომელიმე კანის პროდუქტით სარგებლობას, ფერის შეცვლას ან სხვა რამეს, აუცილებელია მინოქსიდილის დადებიდან გასული იყოს 6 საათი. ასევე, სრულიად ჩამობანილი პროდუქტი.
არ დაიბანო შამპუნით მომდევნო 4 საათის განმავლობაში. არ დაიფაროთ ქუდი ან არ დადოთ თავი ბალიშზე 30 წუთი – 1 საათი.
გამოყენების შემდგომ, მაშინვე დაიბანეთ ხელები და არ შეეხოთ არაფერს.
არ ისარგებლოთ თმის ფენით ან უთოთი. შესაძლოა, თმის ფენმა წამალს ეფექტურობა დაუკარგოს.
მიეცით საშუალება მინოქსიდილს ბუნებრივად გაშრეს. მინოქსის 50% 1 საათში შეიწოვება. 75%-ს შეწოვას კი 4 საათში აღწევს. სრული შეწოვა 8-12 საათშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ურჩევენ, რომ დროის შუალედი პირველ და მეორე მოხმარებას შორის 8-12 საათი იყოს. უმჯობესია, 12 საათი.
სითხე არ უნდა შეეხოს თვალის მიდამოს, პირს ან ცხვირს. თუ შემთხვევით მოგივიდათ, მაშინვე ხელსახოცით ან სალფეთქით გაიწმინდეთ და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
სითხე შეიძლება ტოქსიკური იყოს ცხოველებისთვის. ამიტომ, ცხოველებთან შეხებისას, წამალი ხელზე არ უნდა გქონდეთ და არც მათ მისცეთ საშუალება აგლოკოთ. შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც ცხოველები ვერ მიწვდებიან.
დოზირება და შენახვა
სტანდარტული რეკომენდაციაა, მინოქსიდილი დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს მოიხმაროთ. დილას 1 მილიგრამი, საღამოს 1 მილიგრამი. არ გადააჭარბოთ დოზას.
თუ ექიმმა მოზარდს დაუნიშნა, მაშინ დოზირება, შესაძლოა, განსხვავებული იყოს.
თუ დილის ან საღამოს დოზა გამოტოვეთ, მომდევნო გამოყენებისას, ორმაგი რაოდენობით არ მიიღოთ. თვეში რამდენჯერმე პროცედურის გამოტოვება, დიდ პრობლემას არ შეგიქმნით.
შეინახეთ კარადაში ან დახურულ სივრცეში, სადაც ოთახის ტემპერატურაა და მზის სხივი, ნესტი ან სითბო არ იქნება. არ დადოთ აალებად ნივთებთან ან ასანთთან. ასევე, არ ინახება მაცივარში.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
მინოქსიდილი წვერისთვის
მინოქსიდილს ძირითადად სკალპზე, თმის ზრდისთვის იყენებდნენ, თუმცა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა წვერის ზრდისთვისაც.
ერთ-ერთი კვლევა ტყუპ მამაკაცებზე ჩატარდა, როდესაც ერთი მათგანი 1 წლის განმავლობაში 5%-იან მინოქსიდილს მოიხმარდა ულვაშსა და წვერზე, მეორე კი არა.
1 თვის შემდეგ წვრილი, თხელი თმები წამოიზარდა, 2 თვის განმავლობაში კი უკვე წვერი სრულიად შესამჩნევი გახდა. ეს არის 1 წლის შედეგი.
აღსანიშნავია, რომ კვლევის დაწყებიდან 3 თვის მერე პაციენტს აღენიშნებოდა გარკეული ცვენა წვერისა და სკალპის მიდამოში, თუმცა საბოლოოდ, ეს რამდენიმე კვირაში შეწყდა და გადაიზარდა სქელ წვერში.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს ტელოგენის ფაზის ცვენის მაგალითია ანაგენის ფაზის დაწყებამდე.
მინოქსიდილის შეწყვეტა იწვევს პროგრესულად იმ ეტაპზე დაბრუნებას, როცა დაიწყეთ.
ოდნავ განსხვავებულია სიტუაციაა წვერის შემთხვევაში, რადგან მოხმარებელთა სულ მცირე 50% აცხადებს, რომ მათ შეძლეს წვერის 70%–80-90%-ის შენარჩუნება, მიუხედავად შეწყვეტისა.
ასეთ დროს საუკეთესო ვარიანტია შეწყვეტა თანმიმდევრულად მოხდეს. პირობითად, დღეში 2-ჯერ გამოყენების ნაცვლად ერთხელ. 1-2 კვირის შემდგომ – ორ დღეში ერთხელ და ასე.
მინოქსიდილის წვერზე სწორად გამოსაყენებლად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
სახე კარგად დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ
პიპეტის საშუალებით 1 მილიგრამი დაიდეთ იმ ადგილზე, სადაც გსურთ წვერი გაზარდოთ და თითებით დაიმასაჟეთ 30 წამი – 1 წუთი
დაელოდოთ მინიმუმ 2 საათი, სანამ სითხეს წყლით ჩამოიბანთ
მაშინ, როცა მინოქსიდილი ძალიან ეფექტურია თმის ცვენის შეჩერებისთვის და გასაზრდელად, დერმაროლერი ამ პროცესს რამდენჯერმე აუმჯობესებს.
დერმაროლერი პატარა ხელის ხელსაწყოა თავზე უმცირესი ნემსებით. ზედაპირზე მსუბუქად გადატარებისას, მიკრო დაზიანებები იქმნება, რაც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, წარმოქმნის კოლაგენს და ელასტინს. სასარგებლო შრატები, ვიტამინები ან სხვა მედიკამენტები, მათ შორის, რა თქმა უნდა მინოქსიდილიც, უკეთ შეიწოვება.
ერთ-ერთი კვლევა 100 ადამიანზე ჩატარდა და ნახევარ მათგანს 5%-იანი მინოქსიდილი და დერმაროლერი დაუნიშნეს, ნახევარს მხოლოდ მინოქსიდილი.
მათ, ვინც ორივე გამოიყენა, 50%-ით უკეთესი რეზულტატი აჩვენეს. დამატებით 8 მეცნიერული კვლევა აჩვენებს, რომ მინოქსიდილი დერმაროლერთან ერთად ძალიან ეფექტური არჩევანია.
განსხვავებით მინოქსიდილისა, დერმაროლერი (მეზოროლერი) კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ გამოიყენება. გააჩნია როლერის ზომას.
დერმაროლერის სწორედ გამოყენებისას მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
დაიბანეთ თავი/სახე და კარგად გაიმშრალეთ
სპირტით დერმაროლერის სტერილიზაცია.
დამამშვიდებელი კრემი, თუ ეს გჭირდებათ.
გადაატარეთ როლერი ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად.
გაწმინდეთ ხელსაწყო წყლითა და სპირტით.
დაიცადეთ 5 წუთიდან 24 საათი (ზომის მიხედვით), სანამ მინოქსიდილს გამოიყენებთ.
გაწმენდის და მოხმარების სრული პროცედურის სანახავად ნახეთ ჩვენი სტატია დერმაროლერზე.
თმის გადანერგვა და მინოქსიდილი
თმის გადანერგვამდე და თმის გადანერგვის შემდეგ ძალიან ბევრი ექიმი ურჩევს პაციენტს მინოქსიდილის მოხმარება დაიწყოს.
მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ minoxidilაძლიერებს არსებულ თმას და ზოგადად აუმჯობესებს სკალპის კონდიციას. ამზადებს ფოლიკულებს ტრანსპლანტაციისთვის.
გადანერგვიდან 2 კვირის თავზე, შეგიძლიათ კვლავ განაახლოთ, რაც ხელს შეუწყობს გადანერგილი თმის უფრო სწრაფად ზრდას და თმის დაცვენის პრევენციას.
გარდა ამისა, ე.წ. შოკურ თმის ცვენასაც თავიდან აიცილებთ. ზოგადად, გადანერგვა სხეულს დიდ სტრესს ანიჭებს და ეს შოკიც სწორედ აქედან ვითარდება.
მინოქსიდილის გამოყენება სავალდებულო არ არის და ის დერმატოლოგ/ტრიქოლოგის მიერ სიტუაციის შეფასებისას ინიშნება.
მინოქსიდილის გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი მინოქსიდილი (სითხის სახით) სრულიად უსაფრთხო მედიკამენტია და მხოლოდ მცირე გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
ყველაზე ხშირად გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
სკალპის გაღიზიანება ან გაწითლება
ქავილი
სიმშრალე
დროებითი თმის ცვენა
არასასურელ ადგილას თმის ამოსვლა
ტკივილი მკერდის არეში ან ტახიკარდია
ოფლიანობა ხელების ან ფეხების გულებზე
თავბრუსხვევა
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტორების უმეტესობა ვლინდება მაშინ, როცა აბის სახით მიიღება მინოქსიდილი და არა სითხის.
არ მიიღოთ მედიკამენტი ექიმთან კონსულტანციის გარეშე, თუ გაქვთ
სკალპზე ან წვერზე ეგზემა, ჭრილობა, სებორეული დერმატიტი, ინფექცია
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
თირმკლის უკმარისობა
ალერგია პროპილენგლიკოლზე
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
როდის შეამჩნევთ შედეგს?
ჩვეულებრივ, პირველ ხელშესახებ, შესამჩნევ შედეგებს დაახლოებით 8 კვირის შემდეგ შეამჩნევთ. საგრძნობ გაუმჯობესებას 4 თვის შემდეგ და პიკს 6-თვიდან 1-წლის ვადაში ნახავთ.
პირველ კვირებში მინოქსიდილის მიმღებთა 30% თმების შედარებით გაძლიერებულ ცვენას შეამჩნევს. ეს ნორმალური პროცესია, რადგან წამალი თმის ციკლს აჩქარებს და შეთხელებულ თმებს სკალპიდან აშორებს და ახალ თმებს უთმობს გზას. ბევრისთვის ეს დადებითი ნიშანია, რომ მინოქსი რეალურად მუშაობს.
თმის ცვენის პერიოდი რამდენიმე კვირიდან 4 თვემდე მერყეობს და წყდება, მათ ადგილას კი ახალ თმას დაინახავთ. თუ თმის ცვენა 4-თვის მერედაც გაგრძელდა, ესეიგი, ეს მინოქსიდილის ბრალი არ ყოფილა და ტრიქოლოგთან გაიარეთ კონსულტაცია.
მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მინოქსიდილის მოქმედება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის ცვენის ხარისხზე, გენეტიკაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე. ამიტომ, ზოგს მეტი დრო სჭირდება შედეგისთვის, ზოგი ამას უფრო მალე აღწევს.
პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა. მიიღოთ დღიური დოზა 2-ჯერ (არა მეტჯერ) და არ შეწყვიტოთ პროცესი, რათა ასეთი რეზულტატები დადოთ.
როდესაც კმაყოფილი იქნებით მიღწეულით, შეგიძლიათ დღიური დოზა ერთამდე შეამციროთ და მინოქსიდილი ერთხელ მოიხმაროთ. ამას შემანარჩუნებელი ეფექტი ექნება და უზრუნველყოფს, რომ თმა არ დაგცვივდეთ.
გახსოვდეთ, ანდროგენული ალოპეციის დროს, მინოქსიდილი წლების განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეწყვეტისას, 10-12 კვირის ვადაში ამოსული თმა დაცვენას დაიწყებს და იმ დონეზე დაბრუნდება, საიდანაც დაიწყეთ.
ნახეთ რეალური შედეგები – ცალკე მხოლოდ 5% მინოქსიდილის, ასევე, მინოქსიდილისა და დერმაროლერის ერთად მოქმედების.
4 თვე 5% minoxidil და 0.5მმ დერმაროლერის შედეგი
3 თვე 5% მინოქსიდილის მოხმარების შედეგი
6 თვე 5% მინოქსიდილის შედეგი
6 თვე 5% minoxidil და 0.5მმ დერმაროლერი
1 წელი და 6 თვე – 5% მინოქსიდილი და 0.5მმ დერმაროლერი
3 თვე 0.5მმ დერმაროლერი და 5% მინოქსიდილი
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება მინოქსიდილს?
მინოქსიდილი მოქმედებას პირველივე დღიდან იწყებს, თუმცა თვალსაჩინო შედეგს 2-6 თვის განმავლობაში დაინახავთ.
ფინასტერიდი და მინოქსიდილი
ძალიან პოპულარულია ფინასტერიდისა და მინოქსიდილის კომბინაცია. ფინასტერიდი თმის ცვენას აჩერებს ტესტოსტერონის დაბლოკვით. წამალი FDA-ს მიერ მხოლოდ მამაკაცებისთვის არის აღიარებული. მედიკამენტს გარკვეული გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რის გამოც, ექიმები ხშირად ყოყმანობენ მის დანიშვნაზე.
განსხვავებით ფინასტერიდისა, მინოქსიდილი სრულიად უსაფრთხო მედიკამენტად მიიჩნევა და თუ მხოლოდ მინოქსიდილით კმაყოფილი ხართ, არ შეიცავს აუცილებლობას ორივე ერთად გამოიყენოთ.
თმის ცვენა მაქვს – რა უნდა ვქნა?
შეგიძლიათ დერმატოლოგთან, ტრიქოლოგთან გაიაროთ კონსულტანცია. გაიგოთ რეალური მიზეზი რატომ გცვივათ თმა და ისე დაიწყოთ მკურნალობა. თვითონ მინოქსიდილს ექიმის რეცეპტი არ სჭირდება და მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. მიაქციეთ ყურადღება ჩვენ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს, თუ რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია.
რომელია მინოქსიდილის საუკეთესო ბრენდი?
Kirkland Minoxidil – არის საუკეთესო ამერიკული ბრენდი, რომელიც მინოქსიდილს აწარმოებს. მედიკამენტი შეგხვდებათ სხვადასხვა დასახელებით, მათ შორის, მინოვივაქსი, მინოქსილი, მინოქსიდი, თუმცა Kirkland მინოქსიდილი დღემდე რჩება ყველაზე სანდო არჩევნად
რამდენი მილიგრამია საჭირო?
1 მილიგრამი. როცა დოზას გამოტოვებთ, 2 მილიგრამი არ ამოიღოთ ერთდროულად.
1 ბოთლი მინოქსიდილი რამდენ ხანს მეყოფა?
1 ბოთლი მინოქსიდილი 60 მილიგრამია. შესაბამისად, თუ ყოველდღე 2 მილიგრამს დახარჯავთ, 1 თვე გეყოფათ.
100%-იან გარანტიას გვაძლევთ, რომ მინოქსი იმოქმედებს?
კვლევების თანახმად, წამალი წარმატებით მუშაობს 90% შემთხვევებში. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი რეაქცია ექნება თქვენ სხეულს. თქვენი ცხოვრების წესსა და ძილის რეჟიმს. ამავდროულად, დ ვიტამინის რაოდენობასაც.
შემიძლია მინოქსიდილი დერმაროლერთან ერთად მოვიხმარო?
რა თქმა უნდა! როლერი რამდენჯერმე გაზრდის თმის ზრდის შანსებს. საუკეთესო დუეტი.
მთელი ცხოვრება უნდა ვიხმარო მინოქსიდილი?
სასურველია, მინოქსიდილი 40-45 წლამდე გამოიყენოთ. 45 წლის შემდეგ დეჰიდროტესტოსტერონის გამოყოფა იკლებს და თმის ცვენაც ჩერდება. თუ ადრე შეწყვეტთ, 10-12 კვირის შემდეგ დაუბრუნდებით იმ ეტაპს, საიდანაც დაიწყეთ.
იმოქმედებს მინოქსიდილი სკალპის იმ არეალში, სადაც თმა საერთოდ აღარ არის?
სამწუხაროდ, არა. აუცილებელია, სულ მცირე რაოდენობით აქტიური თმის ფოლიკულებიც მაინც იყოს.
აქვს მინოქსიდილს რაიმე შემხებლობა სხვა წამლებთან?
ასე, პირდაპირ არა, თუმცა როცა ექიმთან იქნებით, წამლების გამოწერის წინ, უთხარით, რომ თქვენ მინოქსიდილს სითხის სახით მოიხმართ. განსაკუთრებით, როცა გულის ან თირკმლის წამლების გამოწერაზეა საქმე.
მინოქსიდილის გრძელვადიანად გამოყენება უსაფრთხოა?
დიახ, როგორც დასაწყისში ვახსენეთ, მედიკამენტი 1970-იან წლებში შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად სარგებლობენ.
შემიძლია დღეში მხოლოდ ერთხელ მივიღო ორის ნაცვლად?
დიახ, თუმცა, შესაძლოა, ამან გააჭიანუროს სასურველი შედეგის დადება. უმჯობესია, თავიდან დილა – საღამოს, გარკვეული პერიოდის მერე კი ერთზე გადახვიდეთ.
აქვს თუ არა ვადა მინოქსიდილს?
დიახ. ფლაკონის უკან აწერია თვე და წელი. ვადაგასული გადააგდეთ.
სად უნდა ვიყიდო მინოქსიდილი?
Tmiszrda.ge – ეს არის ერთადერთი საიტი ქართულ სივრცეში, სადაც ყველაზე სრულყოფილად არის აღწერილი ყველაფერი, რასაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ და რადგან, ჩვენ ეს პროდუქტები ყველაზე კარგად ვიცით. კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელი დღესაც იღებს მინოქსიდილ/დერმაროლერს. მზად ვართ, თქვენ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ და პროდუქტი სახლში მოგიტანოთ, რითაც კმაყოფილი დარჩებით.
ამჟამად, Kirkland მინოქსიდილი არ იყიდება არც ავერსის, პსპ-ს, ჯიპისის ან ფარდამეპოს ფილიალში. შეხვდებით სულ სხვა დასახელებით და გაცილებით უფრო ძვირად.
რომელ კლინიკებს მივმართო კონსულტაციისთვის?
საქართველოში 3 კლინიკაა ცნობილი თმის მკურნალობის მიმართულებით. მათ შორის, არის დეამედი, Hairline და თალიზი.