tmiszrda.ge

მინოვივაქსი და მინოქსი ანუ მინოქსიდილი

მინოვივაქსი, მინოქსი

ბოლო პერიოდში სააფთიაქო ქსელებში (პსპ, ავერსი, ჯპს) მინოვივაქსისა და მინოქსის დიდი დეფიციტია და მომხმარებლები ვერ ახერხებენ მათ შეძენას. ამ დროს რა არის გამოსავალი?

გამოსავალი საკმაოდ მარტივია: დეფიციტის აღმოფხვრამდე და მის შემდეგაც, შეგიძლიათ შეიძინოთ მინოქსიდილი, რომელშიც აქტიური, მოქმედი ნივთიერება მინოქსიდილია.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, მინოვივაქსი, მინოქსი, Kirkland მინოქსიდილი, Member’s Mark მინოქსიდილი არის უბრალოდ ბრენდული დასახელებები. მთავარია, მასში მოქმედი ნივთიერება მინოქსიდილი იყოს. შემდეგ, თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ და მშვიდად იყოთ.

შეძენა შეგიძლიათ ჩვენ საიტზე, როგორც მინოქსის შემცვლელის, ასევე, მინოვივაქსის.

ოთხივე მათგანში შედის ნივთიერება მინოქსიდილი, ის, რაც რეალურად ხელს უწყობს თმის ზრდას.

ყურადღება მიაქციეთ – ნივთიერება 5%-იანი იყოს, თუ აქამდე 5%-იანს მოიხმარდით.

გარდა ამისა, არავითარი განსხვავება არ არის გამოყენების წესში. დილით და საღამოს, 1 მილიგრამი.

რადგან საქართველოში უმეტესად ე.წ. სპრეიერიანი თავი ჰქონდა ხსნარებს, მომხმარებლები შეცდომაში შედიან და ეძებენ ზუსტად სპრეის სახით. არადა, სპრეი უბრალოდ ერთ-ერთი გზაა თუ როგორ დაიტანთ წვერსა თუ თმაზე. მნიშვნელობა არ აქვს ამას პიპეტკით იზამთ თუ სპრეიერით. შედეგი ზუსტად იგივე იქნება.

შეჯამების სახით: თუ აქამდე მინოვივაქსს ან მინოქსს იყენებდით, შეგიძლიათ Kirkland ან Member’s Mark Minoxidil მოიხმაროთ.

დამატებით, შედეგის გაუმჯობესებისთვის, შეგიძლიათ დერმაროლერიც სცადოთ.

მინოქსიდილი და დერმაროლერი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GE