
მომხმარებლები ხშირად სვამენ კითხვას, რა განსხვავებაა მინოქსიდილის ქაფსა და მინოქსიდილის სითხეს შორის და რომელი სჯობს.
მთავარი განსხვავება კონსისტენციაა. ერთი ქაფი არის, ხოლო, მეორე სითხის სახით არის წარმოდგენილი. ქაფი შედარებით მალე შრება და ნაკლები ხანი ტოვებს სისველის ეფექტს თმაზე. ამავდროულად, გარკვეულწილად მუსის ეფექტი აქვს მსუბუქი სტრუქტურის გამო.
თუ ალერგიული სკალპი გაქვთ (მაგალითად, ქერტლი, სებორეული დერმატიტი…), უმჯობესია ქაფი გამოიყენოთ, რადგან ქაფი არ შეიცავს პროპილენ გლიკოლს. პროპილენ გლიკოლი არის ნივთიერება, რომელიც მინოქსიდილის სითხეს გახსნაში უწყობს ხელს. ეს ქაფს არ სჭირდება, რადგან სხვა წესით არის დამზადებული. (როგორც Kirkland, ისე, Rogaine, პროდუქტებს მსგავსი მიდგომით აკეთებენ).
სწორედ აქედან გამომდინარე, სახის კანზე (წვერზე), რომელიც, ასევე, უფრო სენსიტიურია, უმჯობესია Minoxidil-ის ქაფი მოიხმაროთ.
ორივე მათგანში აქტიური ნივთიერება რისგანაც მზადდება – აქტიური ინგრედიენტი, არის მინოქსიდილი. შედეგის მხრივ განსხვავება არაა.
ქაფი 55 ლარი ღირს, სითხე 35.
არჩევანი თქვენზეა.



